ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მკაცრად იცავს თვითიზოლაციის წესებს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეისათვის 12 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციის რეჟიმში. აქედან ერთი, 40 წლამდე მამაკაცი ესპანეთიდან ჩამოვიდა, დანარჩენები 18-დან 42 წლამდე მამაკაცები კი გერმანიიდან. თითოეული მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გუშინვე მოხდა ყველა საიზოლაციო სივრცის შეფასება, აკმაყოფილებს რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თვითონაც ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, მკაცრად იცავენ თვითიზოლაციის წესებს და სათანადო პირობებში იმყოფებიან. ჯერჯერობით კლინიკურად არანაირი გამოვლინება არა აქვთ“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა