მეუფე გრიგოლი  - მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები, მათი ბაგეებიდან მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ, რა შეღავათი შეიძლება დაიშვას, რა არის დაუშვებელი და ყველა სასულიერო პირისთვის იყოს სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდის სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, სინოდს კონკრეტული პირების სახელით შეუძლია, ილაპარაკოს. მისი თქმით, აუცილებელია მოწვეულ იქნას შეკრება, სადაც იმსჯელებენ, რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებელი.

,,სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს და კონკრეტულ პიროვნებებს ამ შემთხვევაში, უფლობამოსილი ვინც არის, ეკლესიის სახელით გამოვიდეს, ეს არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ რომელი სამსახურია ამით აღჭურვილი... ამიტომ ვამბობ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და სიმძაფრიდან გამომდინარე , ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ გვემსჯელა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ასეთია და სურვილიც, რომ მოწვეულ იქნას შეკრება. თუნდაც ამას საგანგებო დაარქვით, რიგითი შეკრება შარშან არ ყოფილა, მხოლოდ იყო საგანგებო შეკრება, რომელმაც მიიღო ეპისკოპოსის განყენების შესახებ დადგენილება. თუნდაც საგანგებოდ მოწვეულ იქნას კონკრეტულ ვითარებაში, მოვიწვიოთ სინოდზე იგივე სპეციალისტები , უშუალოდ მათი ბაგეებიდან მოვისმინოთ ჩვენ და ამის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ, რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებელად და ყველა სასულიერო პირისთვის ეს იყოს სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპი“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, მრევლის ნაწილი, სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა.

,,ძალიან საფრთხილო თემაა. წირვის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სიტკბოება რაც მიიღო ერთჯერადი ჭიქებით, დავთრგუნდითო, რატომ მოგვცეს ერთჯერადი ჭიქებითო. ასე თუ წავალთ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ვირუსი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით საერთოდ საღვთო განგებულება რას გვიმზადებს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ. უამრავი ადამიანი გაწყვიტა ჭირმა თბილისში, უამრავი ეპიდემია ყოფილა და იმის შედეგები ზოგი ვიცით, ზოგი არ ვიცით. დღეს, რაკი არავინ არ იცის მისი ბუნება, როგორ იმოქმედებს, მითუმეტეს ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვიცით ქრისტეს, ეკლესიის ბუნება და ამითი ვხელმძღვანელობთ და ეს არის მთავარი პრინციპი ჩვენთვის სამოქმედო. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ერთ მოძღვართან ერთ მითითებას მიიღებს, მეორესთან საპირისპიროს, სხვადასხვა ეპარქიაში ან სხვადასხვა ეკლესიაში, სხვადასხვა გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, ეს დამაბნეველი ხდება",-განაცხადა მეუფემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა