ნანა ტოხვაძე - „მოულოდნელი არდადეგების“ პერიოდში ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი ხდება, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხეების მიუხედავად, ახალ რეალობაში გავიღვიძოთ

"ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აცხადებს, რომ საქართველოს აქვს უნარი ევროპის ქვეყნებს დისტანციური განათლების მიმართულებით ფეხი აუწყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრო ამ ჯაჭვის „სუსტი რგოლი“ აღმოჩნდა eLearning-ის თუ eschool-ის ინსტრუმენტების ფორსმაჟორულ სიტუაციაში ასამოქმედებლად.

„მოულოდნელი არდადეგების“ პერიოდში ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი ხდება, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხეების მიუხედავად, ხვალ ახალ რეალობაში გავიღვიძოთ. მიუხედევად მძიმე ვითარებისა, ქართულ განათლების სისტემას აქვს შანსი ალღო აუღოს დისტანციური სწავლების მსოფლიო ტენდენციებს და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას ონლაინ პლატფორმები დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდების დასანერგად.

სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ამ ჯაჭვის „სუსტი რგოლი“ აღმოჩნდა eLearning-ის თუ eschool-ის ინსტრუმენტების ფორსმაჟორულ სიტუაციაში ასამოქმედებლად, მაგრამ კერძო აქტორები(განსაკუთრებული მადლობა მათ!) თუ საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია ამზადებენ და პრაქტიკაში იყენებენ დისტანციური სწავლების ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმები უფასოა (მაგ. http://kargiskola.ge , http://learningapps.org, fb ჯგუფი ვისწავლოთ, რათა ვასწავლოთ, ვსწავლობთ თამაშით http://play.geolab.edu.ge, http://kodala.ge, khan academy Georgia, MS Solutions და სხვა. მრავალი).“-აცხადებს ტოხვაძე.

მისივე თქმით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დავნერგოთ და ავამოქმედოთ ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკა.

„როგორც ამბობენ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, თუკი განათლების სამინისტრო ეფექტიანად გამოიყენებს უამრავ ონლაინ სწავლების რესურსს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დავნერგოთ და ავამოქმედოთ ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკა.

ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ არაფორმალური განათლების ცენტრები თუ პროგრესული პედაგოგები სოციალურ ქსელებში დაუშურებლად დებენ საკუთარი ხელით შექმნილ ინტერნეტ რესურსებს თუ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ ონლაინ გაკვეთილების ციკლს, რათა დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული მოსწავლის, მასწავლებლისა თუ პასუხისმგებლიანი მშობლისთვის. გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია ადგილობრივი რესურსების თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ შექმნილი პორტალების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.

მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, ღია და გახსნილი იყოს ინოვაციური იდეების მიმართ და გასაქანი მისცეს თითოეულ მაღალი კომპეტენციის მქონე კერძო აქტორს, რადგან დაპირების მიუხედავად სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიც კი იგვიანებს. ხოლო პასუხისმგებლობის ღუზა სამინისტრომ კვლავ სკოლების ბაზაზე ჩაუშვა და შედეგები მასწავლებელთა კეთილსინდისიერებაზე თუ ორგანიზებულობაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა