ზაალ მიქელაძე - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.

როგორც მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პირთან ერთად ჩამოსული მგზავრებიც კარანტინში იმყოფებიან.

„კორონავირუსის ინფექციის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 მოქალაქე იყო შეყვანილი. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტი და აქედან დღეს შეყვანილ 4 პაციენტსაც. ყველა ამ შემთხვევაში გარდა ამ ერთი დადასტურებული შემთხვევისა, 31 შემთხვევა უარყოფითია. ამ ერთ შემთხვევას რაც შეეხება, გუშინ შემოიყვანეს პაციენტი. ტესტი გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს იყო იმპორტირებული შემთხვევა ევროპის მაღალი დასენიანებული რეგიონიდან. ამ პირთან ერთად თვითმფრინავში მყოფი პირები, ასევე ტრანსპორტში მყოფი პირებიც, რითაც ეს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები.

რაც შეეხება აღნიშნულ პირს, მას სხვა არც ერთ პირთან, არც ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. ის აგრძელებს მკურნალობას ბათუმის ინფექციურ სავადმყოფოში შეიძლება ითქვას მინიმალური სიმპტომატიკით და ვირუსის მსუბუქი ფორმით“, - განაცხდა ზაალ მიქელაძემ.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოში 12 მარტს, ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის 3 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც, აღნიშნულ სტატისტიკაში შედის.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს