რუსთავში, ბარათაშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის” ფილიალში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ხანძარი წინასწარი ინფორმაციით, ბანკის შესასვლელში ბანკომატებს შორის არსებულ ურნაში გაჩნდა.
ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და ცეცხლი შენობაში არ გავრცელებულა.