მეუფე გრიგოლის განცხადებით, ზიარების შემდგომ სასმელის ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ მრევლის ნაწილი დააბრკოლა, ამიტომ, სასულიერო პირებმა საკითხზე უნდა იმსჯელონ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დღეს საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდება. მიტროპოლიტის თქმით, ზიარების შემდგომ სასმელის, „სიტკბოების“ ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ მრევლის ნაწილი დააბრკოლა. მას მიაჩნია, რომ სასულიერო პირები უნდა შეიკრიბონ, საკითხის გარშემო იმსჯელონ, რათა ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.

„ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად, რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არ დაამახინჯებს ეკლესიას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტის თქმით, ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სინოდი უნდა შეიკრიბოს.

„ჩემი აზრი ასეთია და სურვილიც, რომ მოწვეულ იქნას შეკრება, თუნდაც ამას საგანგებო დაარქვით. რიგითი შეკრება შარშან არ ყოფილა, მხოლოდ იყო საგანგებო შეკრება, რომელმაც მიიღო ეპისკოპოსიის განყენების შესახებ დადგენილება. თუნდაც საგანგებოდ მოწვეულ იქნას კონკრეტულ ვითარებაში, მოვიწვიოთ სინოდზე იგივე სპეციალისტები, უშუალოდ მათი ბაგეებიდან მოვისმინოთ ჩვენ და ამის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებელად და ყველა სასულიერო პირისთვის ეს იყოს სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპი,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიაში შეხვედრა 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ორი დღის საპატრიარქომ გაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის ("სიტკბოების“) მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა