სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის 1 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიწის, ექსკავაციისა და ფრეზირების სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნული მონაკვეთის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაერთება უზრუნველყოფს, არსებული საავტომობილო გზიდან სატრანზიტო მოძრაობის გადართვას, ახლად აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის მეორე (სიგრძით 14 კმ) მონაკვეთზე ლანჩხუთამდე. სამტრედია-გრიგოლეთის გზის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და გვერდს აუვლის სოფლების ჟაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, ზემო და ქვემო შუხუთის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთებს, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება ამ სოფლების მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო, ეკოლოგიური და უსაფრთხოების პირობები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 997777 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა