ბაზრობა "თერგის" მოვაჭრეების  ნაწილი გაიფიცა

ბაზრობა "თერგის" მოვაჭრეების ნაწილი გაიფიცა. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი ბაზრობის ორი კვირით დაკეტვას და გადასახადის დროებით შეჩერებას მოითხოვენ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოვაჭრეთა ნაწილი მუშაობას მხოლოდ იმის გამო განაგრძობს, რომ თანხა აქვთ გადასახდელი.

„საქონელი რომ გავშალოთ, ჩეკი უნდა გადავიხადოთ, მაგრამ კლიენტი არ შემოდის, რადგან მთავრობა აცხადებს, რომ ხალხო არ გახვიდეთ, დახურულ სივრცეებში არ იაროთო. დაკეტონ ცოტა ხანი, ორი კვირით და გადასახადი არ გადავიხადოთ, მაგრამ დირექცია ამას არ აკეთებს. ახლა ზოგს აქვს გაშლილი საქონელი, ზოგს -არა, ვერ წყვეტს ხალხი, რა გააკეთოს“,- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა