გორის სამხედრო ჰოსპიტალის ერთი კორპუსი სრულად გამოთავისუფლდა და საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც ინფექციურ განყოფილებას მოიცავს, სრულად გამოთავისუფლდა და საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალი, სადაც 1-ლი მარტიდან საკარანტინო ზონაა განთავსებული, პაციენტების მართვა საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ხდება.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების ორსართულიანი კორპუსის გარდა, სხვა შენობებში არსებულ საკარანტინო ზონაში 27 პაციენტი რჩება, რომელთაგან 11 სამხედრო მოსამსახურეა. საკარანტინო ვადის ამოწურვის გამო, დღეს, სავარაუდოდ, კარანტინს 11 პირი დატოვებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს