ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმის პროკურორი - არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც ადასტურებს მათ მიერ  დანაშაულის ჩადენას

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. ამასთან, პროკურორის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეც საუბრობს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის 3 შუამდგომობა განვიხილეთ და არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. საბოლოო ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა რამდენად არსებობდა ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმეზე დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი და სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებათა ეს სტანდარტი არსებობს და შესაბამისად, საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად. ბარლდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ ბრალდებულებთან, ერთ შემთხვევაში, როცა მიიღეს დავალება და 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილის ფალსიფიკაცია მოახდინეს და ამირან რობაქიძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა „ჩაუდეს“. მეორე შემთხვევაში, იმჟამინდელი გენერალური პროკურორის დავალებით მოხდა საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვა, კონკრეტული პირების პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემა. ამ ნაწილში ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს. ორივე შემთხვევაში, ბრალდების მიერ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ იმ დანაშაულის ჩადენას, რაც მათ ბრალად აქვთ წარდგენილი“, - განაცხადა ნეფარიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა