აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პირია მოთავსებული, ერთ-ერთს კორონავირუსი აქვს, ხოლო მეორე ვირუსისთვის საეჭვო ნიშნები აღენიშნება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნინო ნიჟარაძე აცხადებს, მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აეროპორტიდან წაიყვანეს და კარანტინში იმყოფებოდა.

მისი ინფორმაციით, ის შუახნის ქალია და საფრანგეთიდან 12 მარტს დაბრუნდა.

„კარანტინის სივრცეში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ყოველდღიურად მედიკოსების მხრიდან კონტროლის ქვეშ არიან.

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს, იგი ქუთაისის აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადავიყვანეთ. ყოველგვარი წესები იყო დაცული. მას მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია. ქალის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. იგი რისკ ქვეყანაში იმყოფებოდა. მეორე ადამიანი, რომელიც ასევე საეჭვო ნიშნით, კლინიკაშია გადაყვანილი, რისკ ქვეყნიდან დაბრუნდა",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში კარანტინის სივრცეში 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ხოლო 100 -ზე მეტი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო