დავით ბაქრაძე - ბოიკოტი შეწყდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ფონზე და ვითარების ნორმალიზაცია მოითხოვს შეთანხმების შესრულებას, პირველ რიგში პოლიპატიმრების გათავისუფლების ნაწილში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ რჩება ბოიკოტის რეჟიმში და არ მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.

ბაქრაძის თქმით, მოლაპარაკების მორე ნაწილში, ისინი იღებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას და ერთჯერადად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, რათა შემოიღონ ახალი საარჩევნო სისტემა.

„ევროპული საქართველო“ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ კვირაში დაგეგმილ პლენარულ სხდომებში ისევე, როგორც ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას საჯარო განხილვების საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ვინაიდან ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ბოიკოტის შეწყვეტა მოხდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ფონზე და ვითარების ნორმალიზაცია მოითხოვს, შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პირველ რიგში პოლიპატიმრების გათავისუფლების ნაწილში. ამიტომ, ვიდრე არ იქნება გადადგმული ნაბიჯები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით, მანამდე ვერ მოხდება ვითარების ნორმალიზაცია. შესაბამისად, ვერ მოხდება ჩვენი დაბრუნება საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა შეთანხმების მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც 120/30-ზე სისტემას უკავშირდება, ჩვენ ერთჯერადი გამონაკლისის სახით ხმას მივცემთ და კენჭისყრაზე მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, ისევე როგორც ფორმალურად წარვადგენთ ამ კომისიაში კანდიდატურებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს არც სხდომებზე დაბრუნებას, ეს არ ნიშნავს არც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ეს არის ჩვენი მხრიდან ერთჯერადი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა