ფოთში ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთში, თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე იმყოფება.

მათზე დაწესებული მონიტორინგის პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაეკისრა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საჭირო ღონისძიებებსახორციელებს.

ქალაქ ფოთის მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფბი, რომელიც პირველ ეტაპზე, ჩართულია ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.შეიზღუდა მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა, დროებით გაუქმდა მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა