ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, მუშაობის შეჩერების მიუხედავად დღის ცენტრების თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ

ქუთაისში, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის პარალელურად, მუშაობა შეჩერდა დღის ცენტრებშიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის სერვისის მომწოდებლები არიან.

„დღის ცენტრების მომსახურებით ბავშვების ის კონტიგენტი სარგებლობს, რომელთა განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აქ გატარებულ ყოველ საათს. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდებიან არც ბავშვები და არც ის პროფესიონალები, რომლებიც მათთან მუშაობენ“, - აცხადებს გიორგი ჭიღვარია.

მერის გადაწყვეტილებით, დღის ცენტრებს შეუნარჩუნდებათ მარტის თვის ანაზღაურება, იმ პირობით, რომ პროგრამით გათვალისწინებული 20 საათის ანაზღაურებას ისინი მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელფასი შეუნარჩუნდებათ იმ დასაქმებულ პირებს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია შესრულებულ საათებზე. გრაფიკი შეთანხმებული იქნება მშობლებთანაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა