„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს კომპანიას უკანონო სპონსორობაში ადანაშაულებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, იაპონური თამბაქოს კომპანია „„ჯითიეი” უკანონო სპონსორობას ეწევა.

მათი ცნობით, აღნიშნული კომპანია კორპორატიული პასუხისმგებლობის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიებაში პარტნიორად მონაწილეობდა.

„ბოლო ასეთი ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართა. ორგანიზატორი „სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ იყო, რომელმაც „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ევროკავშირისა და კონარდ ადენაური ფონდისაგან მიიღო. ეს საერთაშორისო ორგანიზაციები კატეგორიულად ემიჯნებიან თამბაქოს ინდუსტრიასთან ყოველგვარ პარტნიორულ ურთიერთობებს. დაჯილდოების ცერემონიაზე იაპონური თამბაქოს კომპანიამ ფულადი პრემიებით დააჯილდოვა მისთვის გამორჩეული ორი ჟურნალისტი, რომელთაც ქალაქ ვენაში, აპრილის თვეში დაგეგმილ „ევროპის საგამომცემლო კონგრესში“ მონაწილეობას დაუფინანსებს.

ზემოაღნიშნული ფაქტით იღვევა „რეკლამისა“ და „თამაბაქოს კონტროლის“ კანონების, ასევე „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის“ ვალდებულებები. კერძოდ, 2018 წლის 1-ელი მაისიდან აკრძალულია თამბაქოს კომპანიის მიერ ნებისმიერი ღონისძიების სპონსორობა. ამასთან, ათწლეულებია საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა აეკრძალოთ კომპანიებს, რომელთა პროდუქცია მომხარებლების ნახევარს კლავს და უდიდესი მორალური და ფინანსური პრობლემები მოაქვს ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის.

შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობითაც აკრძალულია თამაბქოს კომპანიების მიერ რომელიმე ორგანზიაციის ან პირის საქმიანობაში წვლილის შეტანა.

სერიული მკვლელობების ორგანიზატორი თამბაქოს ინდუსტრია და მისი ნებისმიერი წარმომადგენელი კომპანია კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას იმიჯის ასამაღლებლად იყენებს. ამ ჟესტით ისინი აცხადებენ, რომ თითქოს „ზრუნავენ“ მომხმარებლებზე.

სინამდვილეში, მედიის წარმომადგენლების ნებსით, თუ უნებლიე მხარდაჭერით ცდილობენ საკუთარი ბიზნესის მიმართ ლოიალობის მოპოვებას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი ორგანზაცია, როგორიც ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდია. სამუხაროდ, ორგანიზატორმა ორგანიზაციამ თამბაქოს ინდუსტრიასთან პარტნიორული ურთიერთობის შედეგად, აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საკუთარ თავსაც უხერხულობა შეუქმნა. ამასთან, თამბაქოს კომპანიას საშუალება მისცა, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციის, და მედიისა და საზოგადოების ლოალობის მოპოვებაში გამოეყენებინა”, - ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალიანსი მოითოვს, შემოსავლების სამსახურმა და შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ შეისწავლონ მომხდარი და შესაბამისი საჯარიმო სანქცია განახორციელონ კომპანია „ჯითიეი“-ზე და კომპანიასთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზატორებზე.

„მოვუწოდებთ, თამბაქოს კომპანიის მიერ დაჯილდოებულ ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უარი განაცხადონ თამბაქოს ინდუსტრიის დაფინანსებით, ვენაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. თამბაქოს ინდუსტრიას მათი სახელის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენების შესაძლებლობას ნუ მისცემენ. საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს ვთხოვთ, მომავალში გაითვალისწინონ აღნიშნული ფაქტი და საგრანტო ან სახელშეკრულებო პირობებში შეიტანონ მოთხოვნა, რომ გრანტის მიმღებ ორგანიზაციას ეკრძალება თამბაქოს ინდუსტრიისაგან დამატებით ნებისმიერი სახის რესურსის თუ დახმარების მიღება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო