თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიისთვის განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიას მიმართავს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მედიაში მოიხსენიოს არა როგორც „საუნივერსიტეტო კლინიკა“, არამედ სრული სახელწოდებით - „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“. აღნიშნულთან დაკავშირებით თსსუ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება მედიისთვის

გვაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ თბილისში არსებობს რამდენიმე კლინიკა, რომლის სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვა „საუნივერსიტეტო“ (მაგ., ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ა.შ.), იმისათვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობის დეზორიენტაცია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მედიაში მოხსენიებულ იქნეს, არა როგორც „საუნივერსიტეტო კლინიკა“, არამედ სრული სახელწოდებით - „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“, ან უკიდურეს შემთხვევაში - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა