ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით სატრანსპორტო კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდათ

ქუთაისის მერიის მიერ , COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის და ვირუსისაგან გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ყველა მიმართულებით. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქუთაისის მერის და ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიების შეხვედრის შემდეგ, შესაძლო ეკონომიკური და ფინანსური ზარალის შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიკრო ავტობუსების მფლობელ კომპანიებს შეუმცირდეს სატრანსპორტო მოსაკრებელი 50%-ით. ხოლო ავტობუსები სრულად გათავისუფლდნენ მოსაკრებლისგან.

მათივე ინფორმაციით,ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებს არ მიიღონ მნიშვნელოვანი ზარალი, მგზავრების ნაკადის შემცირების გამო, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბაღებისა და სკოლების მუშაობის შეჩერებით და დაწესებულებათა უმრავლესობის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის გამო.

,,ქალაქში არ ფუნქციონირებს სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები. სატრანსპორტო კომპანიები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში ხელი შევუწყოთ მათ. მიკრო ავტობუსების მფლობელ კომპანიებს გავუნახევრეთ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობა, ხოლო ავტობუსები სრულად გათავისუფლდნენ სავალდებულო მოსაკრებლისგან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა