სილვიო დომენტე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ბევრად უკეთესია ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ქვეყანა მზად უნდა იყოს.

„კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან სწრაფად, თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორც გლობალურად არსებულ მდგომარეობას, ასევე რეგიონალურ დონეზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში ვირუსი უკვე ქვეყნის შიგნით გავრცელდა, ანუ დაფიქსირდა ადგილობრივი გადაცემის არაერთი შემთხვევა, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. აღნიშნული კი ძალიან მძიმედ აწვება სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. საქართველოში მდგომარეობა ჯერჯერობით ბევრად უკეთაა, აქ ფიქსირდება მხოლოდ პატარა კლასტერები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაფიქსირდა ვირუსის შიდა გადაცემა, არაა შიდა გავრცელება. თუმცა ქვეყანა მზად უნდა იყოს, უნდა მომზადდეს ჯანდაცვის სექტორი და სამედიცინო დაწესებულებები, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გამწვავდება. აქვე ვურჩევ საქარველოს მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და მოერიდონ სხვა ადამიანებთან ხშირ და ახლო კონტაქტს. დაიცვან სოციალური დისტანცია“, - აღნიშნა სილვიო დომენტემ.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა