თორნიკე რიჟვაძე - შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4- თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 -თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა საინვესტიციო ვალდებულება გადაიწევს ოთხი თვით და ამ პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიებს არ ჩაეთვლება დარღვევად.

აჭარის მთავრობის პირველი პირის განცხადებით, რეგიონი არის მზად გამოწვევებისთვის.

მან ასევე აჭარის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

"1. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4- თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა და არ დაეკისრება პირგასამტეხლო, მათ ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ჰქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე. 2. სასურსათო მაღაზიების და ქსელების მფლობელებს, მოვუწოდებ, რომ შექმნილი სიტუაცია არ გამოიყენონ არაკეთილსინდისიერად და გაზარდონ ხელოვნურად ფასები. 3. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა, მათ შორის ბრენდული სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს მზაობა სასტუმროებში საკარანტინე სივრცის განთავსებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობა მათ. 4. მინდა შევუერთდე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას და მივმართო კაფე-რესტორების ობიექტების მფლობელებს, ხელი შეუწყონ სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. 5. აჭარაში მოქმედი საბავშო ბაღების აღსაზრდელებს ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, დაურიგდებათ არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო მიმდინარე პერიოდში. 6. სახელმწიფო ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევას მის ხელთ არსებული რესურსებით. ჩვენი მოქალაქეების საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეები",- განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა