თენგიზ ცერცვაძე - ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო, საქართველოში ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

„საგანგებო მდგომარეობაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. დღეს რაიმე განწყობა ხელმძღვანელობაში, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენ, არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ რაოდენობა გაიზრდება და რაც მთავარია, დაფიქსირდება ის, რასაც მეოთხეულ გადაცემას ვეძახით. ერთი შემთხვევისთვის არ გამოაცხადებენ, თუ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინფიცირებულებს არ ეცოდინებათ, ვისგან დაინფიცირდნენ და კონტაქტის მოძიება შეუძლებელი იქნება, ამაზე მერე იფიქრებენ. ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე არავითარი არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა