სასტუმრო „რუსთავში“  საკარანტინო ზონაში 93 პირი იმყოფება

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავში, სასტუმრო ,,რუსთავში“ გახსნილ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 93 პირი იმყოფება.

მათგან 4 თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო იქნა იქ გადაყვანილი, დანარჩენებს კი მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ბეგაშვილის განცხადებით, 93-ვე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთს არ აღენიშნება ტემპერატურა და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სხვა სიმპტომი.

,,ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 93 ადამიანი იმყოფება. ამ სივრცეში იმყოფებიან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, თავის მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე. საბედნიეროდ ამ ეტაპზე ჯანმრთელები არიან, არც ერთი გართულებული შემთხვევა არ გამოვლენილა ინფექციური კუთხით. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც სავარაუდოდ ემოციურ ფონზე, წნევის ცვალებადობას ქონდა ადგილი და რა თქმა უნდა, შესაბამის დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტემპერატურა მონიტორინგის ქვეშ არის. დღეში მინიმუმ ორჯერ-სამჯერ კონტროლდებიან, ყოველდღიურ ვიზიტს ახორციელებს ჩვენი სამსახურის ეპიდემიოლოგიც. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის ამ ორი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ბეგაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო