ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მამაკაცი შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო ნიშნით მამაკაცი შეიყვანეს , - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მოქალაქე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და პროტოკოლის დაცვით კლინიკაშია გადაყვანილი.

"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოქალაქე კარანტინის სივრციდან შეიყვანეს, ხდება პროტოკოლის მაქსიმალური დაცვა. მოქალაქეს კვლევისთვის ყველა პროცედურა ჩაუტარდა. მას კორონავირუსის საეჭვო ნიშნები აღენიშნება.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კარანტინს სივრცეში 200-ზე მეტი მოქალაქე გვყავს, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა