საქართველოს პროკურატურამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი ღონისძიებები განახორციელა

საქართველოს პროკურატურამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი ღონისძიებები განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებრივ მისაღებებში მოეწყო სპეციალური სივრცეები, სადაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალება მიეცემა პროკურორებთან და პროკურატურის გამომძიებლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართონ.

მათივე ინფორმაციით, ასევე, საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისში მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების მიღება ხდება დისტანციური წესით.

“საქართველოს გენერალური, საოლქო და რაიონული პროკურატურების მოქალაქეთა მისაღებში დაიდგა სპეციალური ყუთები, რომელშიც მოქალქეებს შეუძლიათ განათავსონ საჩივარ/განცხადებები. ყუთი სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიხსნება.

დოკუმენტები დარეგისტრირდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და გადაეცემა ადრესატებს.

განცხადება/საჩივრების გადმოგზავნა შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონულ ფოსტაზე - kancelaria@pog.gov.ge და ფოსტით მისამართზე - თბილისი, ვ.გორგასლის ქ. 24 , ინდექსი − 0114.

საშვთა ბიუროსა და კანცელარიის თანამშრომლების მოქალაქეებთან პირადი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, დამონტაჟდა დამცავი შუშები. საქართველოს პროკურატურის ოფისებში გადაუდებელი აუცილებლობით შესვლისას მოხდება მოქალაქეებისთვის დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი პერიოდულად მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში - საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში, ასევე არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში თუ ჰქონდა კონტაქტი ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან, ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან, ასევე თუ ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. აღნიშნული ისტორიის მქონე პროკურატურის თანამშრომლები უნდა დარჩნენ თვითიზოლაციაში.

რეკომენდაციების მიხედვით, სამსახურში არ უნდა გამოცხადდნენ ორსულები და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ქრონიკული ან ჯანრთელობის სხვა პრობლემის მქონე თანამშრომლები. ასევე, საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს 60 წელს გადაცილებულ თანამშრომლებს, ხოლო 70 წლის და ზევით მყოფ თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ არასაპროკურორო საქმიანობის იმ თანამშრომლებსაც, რომლებსაც შეუძლიათ სახლიდან შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები“,-ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურის ცნობით, მათ ოფისებში შეიზღუდა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირების მონაწილეობით. გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ასევე შეიზღუდა სამსახურებრივი მივლინებები.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პროკურატურა პროკურატურის თანამშრომლებს და მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა