ირაკლი ტაბაღუამ COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელსაც ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილიც ესწრებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება ასრულებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან არის გაცემული. კერძოდ, ყველა საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უფასო სასადილოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

,,26 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 70 მოქალაქე, დღეის მდგომარეობით სულ 34-ია, 4 გადაყვანილია საკარანტინო ზონაში, რადგან არ იცავდნენ თვითიზოლაციის წესებსა და პირობებს. რუსთავში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ორი სახის ჯგუფი შეიქმნა. პირველი ჯგუფი, რომელიც შედარებით რთული დავალებების შესასრულბლად შევქმენით, უკვე დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან. ამ შემთხვევაში, მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შევიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის ,,სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ ინიციატივით ყალიბდება. ამ ჯგუფში გაერთიანება მოხალისეებს შეუძლიათ ონლაინ პლატფორმა - covid stopper-ზე რეგისტრაციის გზით. მოხალისეები, ამ შემთხვევაში დაეხმარებიან ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მაგალითისთვის სარგებლობენ უფასო სასადილოებით და შექმნილი სიტუაციის გამო, ვერ ახერხებენ სასადილოებში მისვლას. მოხალისეები მათ საკვებსა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებს, სახლში მიუტანენ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებებისთვის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 50 ათასი ლარი, რომელსაც 35 ათასი კიდევ დაემატება.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, რუსთავის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 93 პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა