„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს და მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მჭიდრო კოორდინაციის შესახებ შეთანხმდნენ. გარდა ჯანმრთელობის დაცვისა, ძალისხმევა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების შენარჩუნებისკენ. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია გლობალური საპასუხო გადამწყვეტი ზომების რეალიზებისთვის მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის საფუძველზე. იმის მიუხედავად, რომ არსებულმა გამოწვევებმა, შესაძლოა, მოითხოვოს ეროვნული საგანგებო ზომების მიღება, ჩვენ კვლავინდებურად ვემხრობით მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - განაცხადეს ლიდერებმა.

ისინი აღნიშნავენ, რომ „პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები მოითხოვს მკაცრად კოორდინირებულ საერთაშორისო მიდგომას, რომელიც დაფუძნებული იქნება მეცნიერებაზე და ფაქტობრივ მონაცემებზე, რომლებიც შეთანხმებული იქნება ჩვენ დემოკრატიულ ფასეულობებთან და გამოიყენებს კერძო მეწარმეობის ძლიერ მხარეებს“.

ქვეყნების მეთაურები მზად არიან ნდობის აღსადგენად კოორდინირებისთვის, სამუშაო ადგილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების შენარჩუნებისთვის და მიმართავენ თავისი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს თხოვნით, მიიღონ ამისთვის აუცილებელი მონეტარული მხარდამჭერი ზომები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა