რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

დილიდან, სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით გაიმართა, სადაც ახალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და მოხალისეებთან ერთად, რეგიონში გამოყოფილი საკარანტინო ზონები პირადად დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„ამ ეტაპზე საკარანტინო ზონები თავისუფალია და იმედი გვაქვს გამოყენების საჭიროება არც დადგება ,თუმცა, რეგიონში ყველა მიმართულებით გვაქვს მზაობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამჟამად, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 ადამიანი, რომელთაც ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, სადაც 80-მდე ახალგაზრდა გაწევრიანდა, ისინი დღის მანძილზე გადამზადდებიან დაავადებათა კონტროლის თანამშრომლების მიერ და შემდგომ, აქტიურად ჩაერთვებიან კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, ასევე, მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან.

გარდა მოხალისეებისა, საკარანტინე ზონები წითელი ჯვრის საზოგადოების ამბროლაურის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობის შესახებ“,-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა