გუბერნატორი - შიდა ქართლის რეგიონში სასურსათო მარაგების პრობლემა არ დგას

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ქსელურ მაღაზიათა მენეჯერების განცხადებით, სავაჭრო ქსელებში მარაგები საკმარისია და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს პრობლემაა, შესაბამისად, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე, ვცდილობთ, ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე შევამციროთ, ამიტომ, ინტენსიურ რეჟიმში ვხვდებით ყველა იმ სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებისა და აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფას განაპირობებს. ამჯერად, შიდა ქართლის სავაჭრო დაწესებულებების მენეჯერებს ვხვდებით. ამ სექტორის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შიდა ქართლის რეგიონში სასურსათო მარაგების პრობლემა არ დგას, მარაგები საკმარისია და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნულის გარდა, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე, აცხადებენ, რომ იცავენ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს, იყენებენ დეზობარიერებსა და ანტიბაქტერიულ სითხეებს“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორის ხელმძღვანელობით რეგიონში საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მოქმედებს. საქართველოს რეგიონებში შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა