მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საშუალო სიმძიმისაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საშუალო სიმძიმისაა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ამ პაციენტს დამადასტურებელი კვლევები განმეორებით ჩაუტარდება.

„ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა