სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ “ბიზნეს კვლევების სახლს” გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ „ბიზნეს კვლევების სახლი“ დააფუძნა. მას ე.წ. Think Thank-ს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მუშაობა მიმართული იქნება პრობიზნეს ხედვების ჩამოყალიბებისა და ბიზნესზე გავლენის მქონე გარემოებების ანალიზისკენ. ასევე შეიმუშავებს ბიზნესის ხელშემწყობ რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის.

„ბიზნეს კვლევების სახლის” მიზანი იქნება ბიზნეს კვლევების ჩატარება, პოლიტიკის ანალიზი, მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების ბიზნესის ჭრილში დანახვა. მათ შორის, კვლევაზე დაფუძნებული პოზიციების ჩამოყალიბება და ლობირება. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური და ფინანსური კუთხით საჯარო დისკუსიების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზების გზით. ამ მიმართულებით, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უნივერსიტეტებთან და აკადემიურ წრეებთანაც“,- აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, უმოკლეს დროში მოხდება საბჭოს ფორმირება, რომლის ფუნქცია Think Tank-ის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა