აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ორი მოქალაქე კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს ელოდება,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში საეჭვო ნიშნით ერთი მოქალაქე კარანტის სივრციდან დღეს შეიყვანეს.

მისი თქმით, კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

„ლაბორატორიულად დადასტურებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი შესაძლო შემთხვევაა მოთავსებული. ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რამდენიმე საათში იქნება. მათი მდგომარეობაც არის სტაბილური, რაც შეეხება საკარანტინო ზონას, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს. თუ რაიმე საეჭვო დაფიქსირდება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. კარანტინში 300-მდე ადამიანი არის მოთავსებული“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ

ცნობითვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 300-მდე მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში 100-ზე მეტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს