გორში ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საფეხმავლო სივრცეები მოეწყობა

გორში ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საფეხმავლო სივრცეები მოეწყობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირებზე ახალი საფეხმავლო სივრცეების მოწყობის მიზნით 990 320 ლარია გამოყოფილი.

მათივე ინფორმაციით, გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 26 მარტს სრულდება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლოების შემდეგ მონაკვეთებს: სტალინის გამზირი აღმოსავლეთით - სასტუმრო ინტურისტისტიდან (№26-დან) ჭავჭავაძის გამზირამდე; სტალინის გამზირი დასავლეთით - ქუთაისის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე (№13-დან №31- ის ჩათვლით); ჭავჭავაძის გამზირი ჩრდილოეთით - ცაბაძიდან გელდიაშვილის ქუჩამდე; ჭავჭავაძის გამზირი სამხრეთით - რუსთაველის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე; ტროტუარების სარეაბილიტაციო ნაწილის სიგრძე 3000 მეტრს, ფართობი კი 8184 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საფეხმავლოების გარკვეულ მონაკვეთებზე (დაახლოებით 1000 მეტრზე) საჭიროებიდან გამომდინარე მოაჯირებიც დამონტაჟდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს