გედევან ფოფხაძე - დღეს შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძლიერი სახელმწიფოს და ძლიერი ინსტიტუტების მნიშვნელობას

დღეს შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძლიერი სახელმწიფოს და ძლიერი ინსტიტუტების მნიშვნელობას, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, განსაცდელმა გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ისევ საჯარო ინტერესის სამსახურშია.

„დღეს შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძლიერი სახელმწიფოს და ძლიერი ინსტიტუტების მნიშვნელობას. საქართველოს უახლოეს წარსულში ეს ცოტა დავიწყებული იყო იმიტომ, რომ ან ზედმეტი ლიბერალიზმის თეზისებით ან ვიღაცის კერძო ინტერესების გამო, სახელმწიფო არ იყო საჯარო ინტერესის სამსახურში. დღეს ჩვენ ვკეტავთ საზღვრებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს ისევ უკან ვეძახით, რომ მათ აქ მონახონ თავშესაფარი და ისევ სახელმწიფო ინტიტუტებით ვცდილობთ ჩვენი ერის დაცვას. აი, ეს განცდა ჩვენ მარტო გაჭირვების ჟამს კი არ უნდა გვქონდეს, მთლიანად უნდა სდევდეს პოლიტიკურ პროცესს. სხვანაირი მიდგომა და პრიორიტეტები ანგრევს სახელმწიფოს მნიშვნელობას. თუ მაინც და მაინც განსაცდელი და გამოცდა იყო საჭირო ამის გასახსენებლად, დაე, ეს განსაცდელი ამ კუთხით გამოვიყენოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ საქართველოს იქით ამ ქვეყნის შვილებს სხვა მზრუნველი და პატრონი არ ჰყავს. იმის უფლება არ გვაქვს, რომ სახელმწიფო რესურსი ვიღაცას თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოვაყენებინოთ. ეს ყველაფერი უნდა მოხმარდეს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა