კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დაუჭერს

პარლამენტის წევრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ეს იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება, რასაც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დაუჭერს.

„ახლა მიდის კამპანია, თითქოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რაღაც კატასტროფას ნიშნავს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ვითარებისთვისაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოგონებული ადამიანის მიერ და კონსტიტუციურად გარანტირებული. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უაღრესად ადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი ფრაქცია ამას გაგებით მოეკიდება და მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მისივე შეფასებით, უნდა დამთავრდეს და ალბათ, დამთავრდება ასეთი მოსაზრებები, რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია, რომ სახელმწიფო ცუდად მართავს და ამით რომ „აბოლებდნენ“ საზოგადოებას ათწლეულების განმავლობაში.

„ამ ვითარებამ მთელ მსოფლიოში და საქართველოში გამოაჩინა ძალიან სერიოზული პრობლემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ულტრალიბერალური მიდგომებით დააზიანო სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან სერიოზული ინტერესები“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში მან კერძო სექტორის მოქმედებებში განსაკუთრებული როლი, ენთუზიაზმი და სოლიდარობის განცდა ვერ დაინახა.

„ის, რომ 8 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან გამოყოფილი თანხები მიდის კერძო სექტორის გასამდიდრებლად, რაც პრინციპში ცუდი არ არის, მაგრამ აქედან რომ არაფერი დარჩა საზოგადოებას, ეს არის ძალიან ცუდი. იმედი მაქვს, ეს კარგი გაკვეთილი იქნება ვიფიქროთ მუნიციპალურ საავადმყოფოებზე და ჰოსპიტალურ სექტორზე სახელმწიფოს დაფინანსებით და ფლობით ძალიან სერიოზული თანხები იქნება მომავალში მიმართული“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა