ადვოკატი - თუ სახელმწიფოს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზუნველყვეს არასრულწლოვნისთვის გარემოს შექმნა, ამას მარიანა ჩოლოიანს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, არასრულწლოვნის გამოკითხვისას შექმნილი დამთრგუნველი გარემო არა მარიანა ჩოლოიანის, არამედ სახელმწიფოს ბრალია.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაგი მოსიაშვილმა სასამართლო პროცესის დასსრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მოსიაშვილი განმარტავს, დღეს დაკითხულ მოწმებს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე არ უსაუბრიათ.

„როგორც წინა მოწმეები, აღნიშნული მოწმეებიც მხოლოდ ერთადერთს ადასტურებენ, რომ ზეწოლას ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების მიცემის ნაწილში ადგილი არ ჰქონია. ლუკა სირაძის გამოკითხვა, გასაუბრება ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში მიმდინარეობდა. ბრალდების ის მოწმეები, რომლებიც დღევანდელ დღემდე არიან დაკითხული, მხოლოდ ერთადერთს ადასტურებენ, რაც მარიანა ჩოლოიანის გამართლების წინაპირობაა“, - აცხადებს მოსიაშვილი.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო უნდა შექმნას ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვა შესაბამის გარემოში ხდებოდეს.

„ის, რომ პირველ განყოფილებაში ღია სივრცეში ხდება არასრულწლოვების დაკითხვა, ეს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა ნამდვილად არ არის. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის ამოქმედების სრულფასოვნება წინაპირობა უნდა გახდეს, რომ თავად სახელმწიფომ უზრუნველყოს პოლიციის თითოეულ განყოფილებაში ინტერიერი, გარემო. პოლიციის ყველა განყოფილებას უნდა ჰქონდეს ის გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება კანონის განაწესი აღსრულდეს. აღნიშნული განაწესის შესრულებას გამომძიებლები ცდილობენ იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ უნდა განვასხვავოთ არასრულწლოვნის ღია სივრცეში დაკითხვა მარიანა ჩოლოიანის ბრალიდან. მარიანა ჩოლოიანს სახელმწიფო წარდგენილ ბრალს იმიტომ ედავება, რომ თურმე, მან განახორციელა ზეწოლა მოწმედ დასაკითხ პირზე. მოწმეების ჩვენებით, მარიანა ჩოლოიანის ქმედებაში ამგვარი რამ არ იკვეთება.

თუ სახელმწიფოს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზუნველყვეს არასრულწლოვნისთვის გარემოს შექმნა, ამას მარიანა ჩოლოიანს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა