ლევან გოგიჩაიშვილი - დისტანციურად ვის უნდა დაელაპარაკონ? კობახიძის გაკეთებული ინტერნეტ-კონფერენცია რა შედეგის მომტანი იქნება, არ ვიცი

ეს მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის თარიღების თვალსაზრისით,- ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ ჩატარდება ინტერნეტ - განხილვები.

„დისტანციურად ვის უნდა დაელაპარაკონ? ამიტომ მგონია, რომ ეს მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის თარიღების თვალსაზრისით. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, ნეტა არ შეცვალოს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ინტერნეტის საშუალებით როგორ უნდა ჩავატაროთ საყოველთაო განხილვა. კობახიძის გაკეთებული ინტერნეტ-კონფერენცია რა შედეგის მომტანი იქნება, არ ვიცი,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, კომისიაში ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატებს კვოტა ეკუთვნით, გამოიყენებენ თუ არა მას, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ამას გამოვიყენებთ თუ არა, გადავწყვეტთ. ბუნებრივია, ამ პროცესს ხელს არ შევუშვლით, ჩვენ ვეცდებით ეს სივრცე გამოვიყენოთ, რომ საყოველთაო სავალდებულო წესი დამკვიდრდეს ერთჯერადად 2020 წლის არჩევნებისთვის, ამიტომ ამ სივრცეზე უარს არ ვიტყვით. ჩართულობას რაც შეეხება, ჩვენ გვეკუთვნის ეს კვოტა ,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა