სოფო კილაძე - სამწუხაროა, რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები ირღვევა და კომპანია არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებსონლაინ ფორმატში გაესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათი ცნობით, მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო.

მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

“სამწუხაროა, რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა და კომპანია სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავად, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, დღეს შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო და მათი უფლებები აღარ დაირღვეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა