კახა კალაძე - თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსების დანიშვნის გადაწყვეტილება მიღებული არ არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაინიშნება თუ არა თბილისსა და რუსთავს შორის მუნიციპალური ავტობუსები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მოსახლეობამ გადაადგილებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს.

„სამსახურებთან დაკავშირებითაც იქნა გაცემული რეკომენდაციები, რომ დისტანციურად უნდა იყოს მუშაობა, რა ღონისძიებებსაც მიმართეს შესაბამისმა უწყებებმა. როდესაც ვსაუბრობთ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა და გავითვალისწინოთ“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსები იკრძალება. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო ე.წ. მარშრუტკებს ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა