რუსეთის საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რიგი ზომები შეიმუშავა

რუსეთის საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რიგი ზომები შეიმუშავა. რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია რუსეთის საატრიარქომ გაავრცელა.

„დანერგილია სხვადასხვა წესების დეზინფექციის სტანდარტული წესები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მკაცრ დაცვას, მათ შორის, ლიტურგიული ჭურჭლის სისუფთავის შენარჩუნებას, დასუფთავებას და ხელების დეზინფექციას, სასულიერო პირთა ტემპერატურის გაზომვას და სხვა.

წირვის დროს, ყოველი ზიარების შემდეგ, კოვზი გაიწმინდება სპირტში გაჟღენთილი ტამპონით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ტამპონი, გამოყენებული კი ჩაიყრება წყალში, რომელსაც შემდეგ უტილიზაცია გაუკეთდება. შემდგომი „სასმისი“ თითოეულ მონაწილეს მიენიჭება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით. ასევე რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ თასის კოცნისგან.

ერთჯერადი ჰიგიენის ხელთათმანები გამოყენებული იქნება ანტიდორის (პროსფორას ნაწილების) და წმინდა პურის გადაცემის დროს.

ნათლობისა და მირონცხების დროს, დადგენილია მკაცრად დაცული იყოს თითოეული ცალკეული შემთხვევისთვის წყლის შეცვლისა და დალოცვის პრაქტიკა.

მთლიანობაში ეკლესიის მსახურებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ საეკლესიო ჭურჭლის სისუფთავეს, ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდონ ისინი და დამდუღრონ.

ასევე სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ მრევლს ხელი გაუწოდონ ამბორისთვის.

ლიტურგიის შემდეგ, ჯვარცმა ამბორის ნაცვლად, მრევლს თავზე დაადონ, რათა მას არ ემთხვიონ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა