ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კორონავირუსზე კვლევის ჩატარება თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციაზე იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კორონავირუსის ინფექციაზე კვლევების ჩატარება, თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციაზე, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ლაბორატორიაში და ასევე ქუთასისსა და ბათუმშიც იგეგმება. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებების ზუსტად და ხარისხობრივად შესრულება არის მნიშვნელოვანი.

„25 იანვარს, როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრენები უნდა შეგვეჩერებინა ჩინეთის მიმართულებით, მაშინაც არ ყოფილა რეალური საფრთხე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება, იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც დღეს გვაქვს. რელურად საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს, ის დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, ის გამკაცრებული ღონისძიებები და ამ ღონისძიებების ხარისხობრივად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად," - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა