ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზის ადვოკატი გაასაჩივრებს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა განაცხადა, სასამართლომ სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსეპერტიზის დასკვნა არ გაიზიარა.

„დასკვნით სიტყვაში ყველა იმ გარემოების შესახებ მივუთითეთ, რომელიც სასამართლოს საფუძველს და შესაძლებლობას აძლევდა, რომ დეკანოზის მიმართ განაჩენის აღსრულება გადაევადებინა. კერძოდ, ჩვენ მივუთითეთ, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დადასტურეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ეს მდგომარეობა შეუთავსებელი იყო სასჯელის მოხდის პირობებთან. ასევე მივუთითეთ, რომ მისმა მკურნალმა ექიმმა განმარტა, რომ გიორგი მამალაძის ქცევა ნამდვილად არ ატარებდა სიმულაციურ ხასიათს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩვენი მითითების მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა ეს გარემოებები. სასამართლოს განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდებოდა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა, სასამართლომ ძალიან პოზიტიურად გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მან დეკანოზის ქცევაში სიმულაციური ხასიათი ვერ დაინახა, არ გაიზიარა სასჯელაღსრულების მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, თითქოს, გიორგი მამალაძის ქცევა სიმულაციურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, სასამართლომ მიუთითა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის მოხდის პირობებთან შეუსაბამო არ იყო. სასამართლოს ამ შეფასებას არ ვეთანხმებით და მას გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ჩუთლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა