ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი ქალი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული, ორის გადაყვანა კი დღეს მოხდება.

„თვითიზოლაციაში ამჟამად არის 33 ადამიანი, აქედან გადაწყდა ორის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ესენი არიან საბერძნეთიდან ჩამოსულები, 30-დან 35-წლამდე მამაკაცები. ასევე იტალიიდან ჩამოსული ქალი, წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფება. ჯერჯერობით არცერთს არ სჭირდება ანლიზების აღება, რადგან კლინიკურად არანაირი გამოვლინება არ აქვთ, ყველა არის ჯანმრთელი, მაგრამ რომელიც უფრო რისკის ჯგუფია, იმათ ვაგზავნით საკარანტინო სივრცეში. დანარჩენებს ვაკვირდებით 14 დღის გნმავლობაში. თუ მანამდე რამე კლინიკური გამოვლინება იქნა, ავუღებთ ნაცხს და ვირუსის დადგენის შემთხვევაში გადავიყვანთ ჰოსპიტალში,“ - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა