„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდიან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის“ თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოხალისეთა შტაბი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციითა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელშეწყობით დაგეგმავს და ჩაერთვება ყველა საჭირო ღონისძიებაში.

„კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. პირველი რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც განსაკუთრებულ რეჟიმში ზრუნავს საზოგადოებაზე. აუცილებელია, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და არსებული რისკების შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, ისევე როგორც დღეს, კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ცდილობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ თავისი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოეცხადებინა.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას მოხალისეთა ერთიანი შტაბი. მიგვაჩნია, რომ ეს შტაბი სახელმწიფო უწყებებს, საზოგადოებას, ექიმებსა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, პირადი ინიციატივის შესაბამისად, 14 მარტს ჩვენმა ორგანიზაციამ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მზაობა გამოთქვა. ჩვენი აქტივისტები 16 მარტის შემდეგ, თბილისის მერიის სპეციალური სერვისების მიწოდებაში აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეთა შტაბი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციითა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელშეწყობით დაგეგმავს და ჩაერთვება ყველა საჭირო ღონისძიებაში. დღეიდან, ვაფუძნებთ შტაბს და სურვილის შემთხვევაში გელოდებით ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება. ეს არის ზეპარტიული საქმე და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ნინი გიგინეიშვილის განცხადებით, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ“, რომლის ბაზაზეც მოხალისეები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.

მისივე თქმით, შტაბში გაწევრიანება შესაძლებელია ელექტრონულად, ახლად შექმნილ ფეისბუქ გვერდზე - მოხალისე StopCOVID-19.

„შტაბში შესაძლებელია გაწევრიანდეს მოქალაქე, რომელსაც განცხადების გაკეთების დღისთვის შეუსრულდება 18 წელი. გაწევრიანება შესაძლებელია ელექტრონულად ახლად შექმნილ ფეისბუქ ფეიჯზე - მოხალისე StopCOVID-19.

ტრენინგების გავლის შემდეგ, მოხალისეები მომზადებულები იქნებიან ნებისმიერ სივრცეში, ვირუსის დამატებით გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად. გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ ოფიციალური ბეიჯები.

თბილისის 2015 წლის ივნისის მოვლენებმა და სვანეთში 2018 წლის ივლისში მომხდარმა სტიქიამ მოხალისეების კოორდინაციის მნიშვნელობა ნათლად წარმოაჩინა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ერთიან მოხალისეობრივ მოქმედებებს საერთო საქმეში მართლაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საზოგადოებას და ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან თავის დაცვა მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ” - განაცხადა ნინი გიგინეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა