დავით ბაქრაძე - ჩვენ, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ დღეს გამონაკლისის სახით მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას

ჩვენ, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ დღეს ერთჯერადი გამონაკლისის სახით მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში მათი სრულად დაბრუნება შეთანხმების სრულად შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, მოლაპარაკების ყველა მხარემ, მათ შორის ხელისუფლებამ და დიპლომატიურმა კორპუსმა იციან, თუ რაზე შედგა შეთანხმება.

„საკონსტიტუციო განხილვების კომისიის შექმნა არის აუცილებელი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულების გზაზე იმისთვის, რომ საქართველო გადავიდეს ახალ საარჩევნო სისტემაზე - 120 პროპორციულზე და 30 მაჟორიტარზე, ამიტომ ჩვენ, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ დღეს ერთჯერადი გამონაკლისის სახით მიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას, ვინაიდან ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ნაკისრ ვალდებულებებს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესასრულებლად. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს დაბრუნებას საპარლამენტო საქმიანობაში და ვითარების ნორმალიზაციას, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად მკაფიო, ვითარების ნორმალიზაციას სჭირდება შეთანხმების სრულად შესრულება, როგორც საარჩევნო ნაწილში ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პატიმრების გათავისუფლების ნაწილში, ამიტომ ვითარება ჩაითვლება ნორმალიზებულად, პოლიტიკური კლიმატი მოწესრიგდება და ჩვენ როგორც ოპოზიცია დავუბრუნდებით სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ მაშინ, როცა დავინახავთ შეუქცევად პროგრესს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების გზაზე,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არ არის თუ როგორია ხელისუფლების ან ოპოზიციის რიტორიკა შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ეს განცხადებები ახლა ამომრჩეველზეა უმესტესწილად ორიენტირებული.

„გასაგებია, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში, გასაგებია, რომ ყველა პარტია და ძალა მის მომხრეებს ეუბნება ისეთ მესჯის, რისი გაგონებაც და გამხნევებაც მის მომხრეებს სჭირდება, ამიტომ მე არ მივაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას რიტორიკას არც ერთი მხრიდან - არც უმრავლესობის და არც ოპოზიციის მხრიდან, მთავარია პროცესი გაგრძელდეს და ამ პროცესში ვიხილოთ კონკრეტული შედეგი. ამ შედეგისთვის დრო არის, წინ გვაქვს ჯერ კიდევ მთელ თვეზე მეტი, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები დადგება პირველი მოსმენით კენჭისყრაზე. ამიტომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას რიტორიკას, იმედი მაქვს, რომ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც წაგვიყვანს შეთანხმების შესრულებისკენაც და ზოგადად, პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაციისკენ,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა