კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო აჭარაში ბაზრობები დროებით დაიხურება

აჭარის რეგიონში ბაზრობები დროებით დაიხურება , - გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიიღეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება.

ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს, რომ ე.წ ხოფის ბაზრობაზე მოვაჭრეები 1-ელ აპრილამდე საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

"აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან", - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის ინფორმაციით, სასურსათო ქსელებზე მონიტორინგს უწყება განახორციელებს, რათა ფასების ზრდა არ მოხდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს