ფოთში არსებულ ტაძრებში კორონავირუსის გამო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მსგავსი სამუშაოები ქალაქში მოქმედ ყველა ეკლესიაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრებაზე მიიღეს, რომელსაც მეუფე გრიგოლი უძღვებოდა.

,,დაგეგმილია, რომ ყველა ტაძარში მოხდეს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ტარდება კორონავირუსით გამოწვეული ინფექციების პრევენციის მიზნით. ჩატარდება გარკვეული პერიოდულობით, ალბათ კვირაში ერთხელ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლების მიერ. დღეს ტარდება ეს სამუშაოები არა მარტო ტაძრებში, არამედ ყველა იმ დაწესებულებებში, სადაც არის ადამიანთა მასიური თავშეყრა”, - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ეპარქიაში შემავალ ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება არ შეჩერდება და წირვა- ლოცვები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრება გაიმართა, სადაც კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელეს და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა