ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, ორივე მოქალაქე საკარანტინო სივრცეში დაბრუნდება.

მინისტრის თქმით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის საეჭვო ნიშნით ამ დროისათვის, ერთი მოქალაქე იმყოფება.

ზაალ მიქელაძემ კლინიკა "მედცენტრში" მოთავსებულ 23 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელმაც კლინიკას თვითდინებით მიმართა.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლევით ეტაპზეა და საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსზეც შემოწმდება. 23 წლის ქალს რისკ-ქვეყანასთან შეხება არ ჰქონია, იგი ერთ-ერთი კაზინოდან გადაიყვანეს და ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს