ზუგდიდის მერმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებზე ბრიფინგზე ისაუბრა

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებზე ბრიფინგზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ბრიფინგზე მერმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება. სამარშრუტო ტაქსები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდება, ახალი გრაფიკები ზუგდიდის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდება. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის ტერიტორიასა და ყველა სოფელში იმოძრავებს.

მისივე განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე დეზინფექცია ჩაუტარდება მოსაცდელებს.

მისივე თქმით, ხვალიდან ზუგდიდში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დამუშავება მოხდება.

,,აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევხვდით ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური სუპერმარკეტის წარმომადგენლებს და გავიარეთ მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სურსათის უზრუნველყოფის კუთხით. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა რომ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. მარაგებიც საკმარისია და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ დარჩნენ სურსათის გარეშე. არანაირ გართულებებს ამ მიმართულებით არ ველოდებით”, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

მისივე განმარტებით, საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სუპერმარკეტს.

„დღეს საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სუპერმარკეტს, სადაც ჩვენი ბევრი მოქალაქე იყრის თავს, დეზინფექცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლას და საბავშო ბაღს, ბიბლიოთეკასა და ჩვენს ქალაქში არსებულ სახელოვნებო თუ სპორტულ დაწესებულებებს და ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ ჩვენ სოციალურ სასადილოში შევცვალეთ მომსახურების პირობები და ადგილზე მიწოდების ნაცვლად გვექნება გატანის სერვისი, თითოეული მათგანი ვინც ახერხებს მოსვლას გააქვს საკვები და მოქალაქეები, რომლებიც ვერ შეძლებენ საკვების წაღებას, ჩვენი მოხალისეების დახმარებით შინ მივუტანოთ მათ საკვებს, რათა მათი კვების საკითხი იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული”, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს