იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა  მუნიციპალიტეტების მერებთან დისტანციური თათბირი გამართა და კორონავირუსთან დაკავშირებით გატარებული ზომები განიხილა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის მერთან დისტანციური თათბირი გამართა და მათ პრემიერთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრის დეტალები გააცნო იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, დისტანციურ თათბირს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„თათბირის ერთ-ერთი მთავარი თემა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საკითხი, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობა და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის საკვებით და მედიკამენტებით ბინაზე მომარაგება იყო.

ასევე, გაიცა რეკომენდაცია, რომ დაიხუროს სპორტული დარბაზები, ფიტნესკლუბები, კაფეები და რესტორნები.

გარდა ამისა, დისტანციური თათბირის დროს აღინიშნა, რომ ამ დროისთვის მიკროავტობუსების გადაადგილება იზღუდება ქალაქებში, რაც შეეხება ქალაქებსა და რაიონებს შორის მათ მოძრაობას, ამ ეტაპზე ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ შემთხვევაში შეძლებისდაგვარად იქნება კონტროლი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს