შალვა კერესელიძე სასურსათო მაღაზიებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და საფინანსო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, სასურსათო მაღაზიებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საფინანსო დაწესებულებებში იმყოფებოდა. შალვა კერესელიძე ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მცხეთა-მთიანეთში სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ აღინიშნება. რეგიონის მასშტაბით არსებულ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში მომხმარებელთა რიგები არ დგას. ასევე, არ ფიქსირდება პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება.

„სტაბილური მდგომარეობაა საზოგადოებრივ ცენტრებში, იუსტიციის სახლებსა და საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში. მომხმარებლებს, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში მისვლა და ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების მიღება შეუძლიათ.

შეუფერხებლად მიმდინარეობს სოციალური დახმარებებისა და პენსიების გაცემაც. სოციალურად დაუცველ პირებს და ხანდაზმულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ესტუმრონ ან ბანკომატებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატები რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ტერიტორიაზეა განთავსებული.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. მოხალისეები, უახლოეს დღეებში, სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განაწილდებიან და მოსახლეობას, მათივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ. ასევე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეებს.

აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მცხეთა-მთიანეთში მოქმედი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფი, სამუშაო პროცესში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა