„სინერჯი კაპიტალი“ თავისი პორტფელის ჰორეკას კომპანიების ინვესტორებს მათი წილების აქციებში კონვერტაციის შესაძლებლობას აძლევს

„სინერჯი კაპიტალი“ თავისი პორტფელის „ჰორეკას“ კომპანიების ინვესტორებს მათი წილების აქციებში კონვერტაციას სთავაზობს.

ამის შესახებ „სინარეჯი კაპიტალი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მომავალში ინვესტორებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა ისევ კომპანიების წილში გადაიტანონ მათი აქტივი.

„მოგეხსენებათ ჩვენს პორტფელში რამდენიმე კომპანიაა, რომელიც ჰორეკას სექტორს წარმოადგენს, ნაწილი უშუალოდ ტურისტებზეა გათვლილი. კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ჩვენს ინვესტორებს, ვინც ამ კომპანიების წილებს ფლობენ, ვთავაზობთ, რომ „სინერჯი კაპიტალის“ პრივილეგირებულ აქციებში დააკონვერტირონ მათი წილი, ვისაც ამის სურვილი აქვს. ვინაიდან მათი სიმშვიდე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ კომპანიების განვითარებაზე ზრუნვას განსხვავებული მიდგომებით და გვჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს წარმატებით გადაიტანენ. ამის შემდეგ ამ ინვესტორებს კვლავ მივცემთ შესაძლებლობას ისევ კომპანიების წილში გადმოიტანონ მათი აქტივი“ - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ